ანი წითლიძე: „ლელო“ ფულს იხდიდა, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და...

ანი წითლიძე: „ლელო“ ფულს იხდიდა, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და...

ორი მხარე არის დღეს ქვეყანაში, ან ხარ რუსი, ქოცი და ხარ მათ მხარეს, ან ქართველი და იბრძვი თავისუფლებისთვის. სხვა არაფერი არსებობს. დანარჩენი ყველაფერი სისულელეა, რასაც „ლელო“ ცდილობს, რომ დააბოლოს ამომრჩეველი. ვერავისაც ვერ აბოლებს, პარტიას ეტყობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

აღნიშნულის შემდეგ ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ „ლელო“ ფულს იხდიდა.

„ფულს იხდიდნენ, ხალხნო, რომ იცოდეთ, ფულს იხდიდნენ, ასეთი ეთერი რომ შემდგარიყო“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ლევან სანიკიძის ამ განცხადებას დაეთანხმა ანი წითლიძე და აღნიშნა:

„იხდიდნენ, კი, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და… ამიტომ ვთქვი, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივლის ჩემოდნით და იყიდის თუ მამუკა ივლის ჩემოდნით-მეთქი. სად ვართ, ხალხნო? წარმოიდგინეთ, სად ვართ. მართლა რა ჰგონიათ?“ – განაცხადა წითლიძემ.

Gami ვაჰ, ხაზარაძე თუ ფულს უხდიდა ვიღაცეებს, ლევან უხმლო ჯუნიორის მამიკოს გუბაზას რატომ არ აძლევდა? ეჰ, გამაზა გუბოზმა, გადაყვა მათხოვარი აქუსთან ლაყლაყს..
3 კვირის უკან
თომა გონებაჩლუნგი ნაცების ახალი თაობა, მიაფსი მამაშენს სანიკიძე.
3 კვირის უკან