თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა - ვინ ემუქრებოდა რიჟვაძის ოჯახს, რომლისგან დაცვას ის ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს სთხოვს?

თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა - ვინ ემუქრებოდა რიჟვაძის ოჯახს, რომლისგან დაცვას ის ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს სთხოვს?

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. “პრაიმ ტაიმმა” წერილის შინაარსი ექსკლუზიურად გაარკვია.

რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და "ბარიგების" მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.

რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა "მისი დავალებით მოქმედებდა". მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლიც იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა.        

კანუდოსელი ღმერთო, რა ხდება, რა დღეში ვართ. ოცნება ერთმანეთს დაერია. გუშინ რეგიონს ხელმძღვანელობდა, დღეს კიდევ თავს იკლავს. დაუცველი ვიღაა ამ ქვეყანაში.
1 კვირის უკან
მარბიელი საქვეყნო მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ ვინ რისთვის და რითი ემუქრებოდა!
1 კვირის უკან