გიორგი ჩაკვეტაძე: ხუხულასავით ჩამოეშალა ხაზარაძეს პარტია. ეს არის მარტივი მიზეზით განპირობებული - მათ არაფერი აქვთ საერთო

გიორგი ჩაკვეტაძე: ხუხულასავით ჩამოეშალა ხაზარაძეს პარტია. ეს არის მარტივი მიზეზით განპირობებული - მათ არაფერი აქვთ საერთო

„ლელოში“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო დაწყებულ შიდა დაპირისპირებას ეხმიანებიან მმართველ გუნდში. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე აღნიშნავს, რომ ეს პარტიის წევრებს შორის საერთო ხედვის ნაკლებობაზე მიუთითებს.

„ფაქტობრივად, ხუხულასავით ჩამოეშალა ხაზარაძეს თავისი პარტია. ეს არის მარტივი მიზეზით განპირობებული - მათ არაფერი აქვთ საერთო, არ აქვთ საერთო ხედვა, საერთო იდეალები. ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის სხვა დანაყოფების მხრიდან თუ რა ტიპის ბულინგი მიმდინარეობს იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც ამბობენ, რომ აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. საერთო ჯამში, ეს არაფერს ცვლის. ისინი ერთ თამაშს თამაშობენ, რომელიც მათი საერთაშორისო პატრონების მითითებებით არის განპირობებული“, - აცხადებს ჩაკვეტაძე.

 

მარბიელი ეს ბავშვი სანამ პირს გააღებს, იქნებ ტექსტი შეუმოწმოს ვინმემ; იქნებ ბაჩიაშვილზე, მიქაუტაძეზე, რიჟვაძეზე ილაპარაკო? რამდენი ყოფილი ქოცი დაგიპირისპირდათ სხვა დასსხვა დროს ეს ნიშნისმოგება არაა, მოწოდებაა ლოგიკური აზროვნებისა და სიმართლისთვის თვალის გასწორებისკენ; სულელური არგუმენტებისა და ტყუილების გვერდზე გაწევისაკენ
3 კვირის უკან