თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს ეხმიანება.
„სააკაშვილზე, როდესაც განაჩენი იყო დამდგარი ამბობდნენ, რომ დაირღვა ადამიანის უფლებები, განიხილა სტრასბურგმა. გახსოვთ რა გადაწყვეტილება მიიღო? მელიაზე, გვარამიაზე რა გადაწყვეტილება მიიღო, გახსოვთ? გავყვე თავიდან ბოლომდე?! როდესაც ასი საქმიდან ასივე გაქვს წაგებული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იურიდიული თვალსაზრისით, შენი პოლიტიკური ინსინუაციები ნაკლებად საინტერესოა. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება დაადანაშაულო ქართული სახელმწიფო და მიუთითონ, რომ არღვევს სახელმწიფო უფლებებს, თუ ეს სამართლებრივად იქნება დადგენილი“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.