მთლიანობაში, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას, ყველას კარგად გვესმის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე აზრი არ აქვს არც ეკონომიკის განვითარებას, არც ჯანდაცვის მიმართულებაზე, არც კულტურასა და სპორტზე ზრუნვას.
„მთავარია მშვიდობა და სტაბილურობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა და იმისთვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ეროვნული სუვერენიტეტი. მინდა, ამისთვის თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ჩართულობისა და გადაწყვეტილების გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.