ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.

„განხორციელდა 51 ჰუმანიტარული, ნდობის აღდგენის პროექტი, 16 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნესინიციატივა, ჩვენ ვუმკურნალეთ 1422 პაციენტს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.