ირაკლი კობახიძე: დასრულდა 71 საბავშვო ბაღის და 110 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 243 საბავშვო ბაღის და 296 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, აშენდა ერთი და მიმდინარეობს 4 ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 563 მილიონი ლარი, მთლიანობაში დაგეგმილია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქედან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა 71 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ამჟამად მიმდინარეობს 243 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება გრძელდება სკოლების მიმართულებითაც.

„დასრულდა სამუშაოები 110 სკოლაში, მიმდინარეობს 296 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ვიწყებთ 22 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აშენდა 1 პროფესიული სასწავლებელი და დაიწყო 4 ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა", - აღნიშნა პრემიერმა.