ალუდა ღუდუშაური: ბოკუჩავა საერთოდ არავის აინტერესებს. კომისიას ის არც მოუწვევია. ვინც დავიბარეთ, ისინიც შეშინდნენ. ქართველი ხალხის და სიმართლის შეეშინდათ

ალუდა ღუდუშაური: ბოკუჩავა საერთოდ არავის აინტერესებს. კომისიას ის არც მოუწვევია. ვინც დავიბარეთ, ისინიც შეშინდნენ. ქართველი ხალხის და სიმართლის შეეშინდათ

ბოკუჩავა საერთოდ არავის აინტერესებს. კომისიას ის არც მოუწვევია. ვინც დავიბარეთ, ისინიც შეშინდნენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

„ბოკუჩავა საერთოდ არავის აინტერესებს. კომისიას ის არც მოუწვევია. ვინც დავიბარეთ, ისინიც შეშინდნენ. ქართველი ხალხის და სიმართლის შეეშინდათ. ხედავთ როგორი მძიმე კითხვებია მათ მიმართ და როდესაც ამაზე პასუხი არ გაქვს, დგამ შოუს. მათი შფოთი გამოწვეულია იმით, რომ ხედავენ, რომ სააშკარაოზე გამოდის მძიმე ფაქტები. ბატონი ხაზარაძის გვარი არაერთ საქმეზე გაჟღერდა და ამას სჭირდება პასუხები. ვიღაცები ამბობდნენ, რომ ეს კომისია არის ინსტრუმენტი და ა.შ.“ - აღნიშნა ღუდუშაურმა.