სომხეთში არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და რამდენიმე ადამიანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სომხეთში არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და რამდენიმე ადამიანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და რამდენიმე მისი თანამოაზრე ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაგრატ გალსტანიანმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად 2024 წელს მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ დააარსა. მოძრაობის მიზანს ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენდა.

საქმის მასალების თანახმად, რამდენიმე ჩატარებული მიტინგისა და მსვლელობის შემდეგ, როცა არქიეპისკოპოსი დარწმუნდა იმაში, რომ კონსტიტუციური მეთოდებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელი იყო, მან მთავრობის შეცვლის არაკონსტიტუციურ მეთოდებს მიმართა.

კერძოდ, ბრალდებულმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად 200-250 დამრტყმელი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა. თითო ჯგუფში 25 კაცამდე იქნებოდა გაწევრიანებული. ჯგუფებს ქვეყნის მასშტაბით უნდა მოეწყოთ „ტერორისტული აქტები“: კერძოდ, ცეცხლის წაკიდებით ქონების განადგურება, ათეულობით ავტოკატასტროფის ინსცენირება, სატრანსპორტო საშუალებებისთვის ცეცხლის წაკიდებით სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება, სტრატეგიული შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება, მათი დაკავება, ძაბვის გადამცემი სადენების დაზიანება და ა.შ.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არქიეპისკოპოსის გარდა დაკავებულები არიან აგრეთვე მოძრაობის წევრი დავით გალსტიანი, ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი, პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანი. ათეულობით სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.

სომხეთს საგამოძიებო კომიტეტმა ფარული აუდიოჩანაწერებიც გამოაქვეყნა, სადაც, როგორც ძალოვანი ორგანო ირწმუნება, ისმის, თუ როგორ გეგმავს არქიეპისკოპოსი თანამოაზრეებთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვადასხვა მოქმედებებს.

მომხდარს გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. როგორც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, სომეხმა სამართალდამცველებმა ქვეყანაში დესტაბილიზაცია აღკვეთეს.

დოი არ მჯერა! ფაშინიანმაცსული მიჰყიდა ევრო-ლიბერასტებს,პირველი რაც მათი მითითებით გააკეთა,ზუსტადაც ეკლესიაზე შეტევაა....ველი მორიგ მონური მორჩილების აღსრულებას მისგან,იმედია სომეხი ხალხი არ აჰყვება.
3 საათის უკან
დოი არ მჯერა! ფაშინიანმაცსული მიჰყიდა ევრო-ლიბერასტებს,პირველი რაც მათი მითითებით გააკეთა,ზუსტადაც ეკლესიაზე შეტევაა....ველი მორიგ მონური მორჩილების აღსრულებას მისგან,იმედია სომეხი ხალხი არ აჰყვება.
3 საათის უკან