ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენთვის არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ვინ და რამდენი პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენთვის არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ვინ და რამდენი პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას

ჩვენთვის არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ვინ და რამდენი პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ის, რომ ოპოზიციამ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა თავისი თავი, ეს არის თავიდან ბოლომდე მათი და მათი გარე პატრონების დამსახურება. ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უნარი არ გააჩნია, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ პარტიულ კანდიდატებს არ წამოაყენებენ, რადგან ამის რესურსიც არ გააჩნიათ. სრული კოლაფსია ოპოზიციაში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მმართველი გუნდში ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება, გარედან მიღებული დავალებების შეუსრულებლობამ გამოიწვია. „ქართული ოცნების“ თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას, საბოლოოდ ისინი მაინც მარცხისთვის არიან განწირული.