ლევან მახაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო

ლევან მახაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო

ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და ა.შ. - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.

ლევან მახაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

„ჩვენ რაც ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, აქ იყო ბევრი კითხვაც და ბევრი პასუხიც, მაგრამ ალბათ მთავარი საპირწონე ეს უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და ა.შ. თუმცა, ამავე სასამართლომ დასვა კითხვები მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რამდენად პროპორციულად იყო გამოყენებული ესა თუ ის ძალა და რაც მთავარია, შეიძლებოდა თუ არა ამ ძალის თავიდან არიდება. ამიტომ, ამ კითხვებსაც, რა თქმა უნდა, სჭირდება პასუხები," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, პასუხს გამოძიება გასცემს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დაწყებულია. მმართველი გუნდის შეფასებით, არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმის გამოძიების ეფექტიანად ჩატარების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საჭიროა გამოძიებამ სისტემურად გაანალიზოს საკითხი და შეისწავლოს რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა.