ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ არქივის განადგურება, ვის მიმართაც შესაძლოა იყოს ეჭვი კანონის დარღვევისა, ვერ იხსნის სათანადო პასუხისმგებლობისგან.
„ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან, თავსებადი არ იყო სახელმწიფოში მოქმედ საკანონმდებლო სივრცეებთან და ამიტომაც მოხდა მისი განადგურება, მაგრამ მხოლოდ არქივის განადგურება, ბუნებრივია, ყველას, ვის მიმართაც შესაძლოა იყოს ეჭვი კანონის დარღვევისა, ვერ იხსნის სათანადო პასუხისმგებლობისგან“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციის აქტივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.