დავით მათიკაშვილი: აშკარა იყო, რომ მომიტინგეთა მხრიდან ხდებოდა ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტის სასახლეზე, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიება იყო ამ ჭრილში გამოყენებული, იყო თუ არა ყველა ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი

დავით მათიკაშვილი: აშკარა იყო, რომ მომიტინგეთა მხრიდან ხდებოდა ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტის სასახლეზე, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიება იყო ამ ჭრილში გამოყენებული, იყო თუ არა ყველა ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი

აშკარა იყო, რომ მომიტინგეთა მხრიდან ხდებოდა ძალადობრივი თავდასხმა საქართველოს პარლამენტის სასახლეზე, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიება იყო ამ ჭრილში გამოყენებული და იყო თუ არა ყველა ეს ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

„ერთის მხრივ, აშკარა იყო, რომ მომიტინგეთა მხრიდან ხდებოდა ძალადობრივი თავდასხმა საქართველოს პარლამენტის სასახლეზე და მცდელობა პარლამენტის სასახლის დაკავების, თუმცა, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიება იყო ამ ჭრილში გამოყენებული და იყო თუ არა ყველა ეს ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი იმ სიტუაციის მართვისთვის, რაც მაშინ იმ დღეს ხდებოდა საქართველოს პარლამენტის წინ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, პასუხს გამოძიება გასცემს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დაწყებულია. მმართველი გუნდის შეფასებით, არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმის გამოძიების ეფექტიანად ჩატარების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საჭიროა გამოძიებამ სისტემურად გაანალიზოს საკითხი და შეისწავლოს რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა.