გიორგი ვოლსკი მზია ამაღლობელზე: სამწუხაროა, მაგრამ დანაშაული სახეზეა, რომლისთვისაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული

გიორგი ვოლსკი მზია ამაღლობელზე: სამწუხაროა, მაგრამ დანაშაული სახეზეა, რომლისთვისაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული

სამწუხაროა, მაგრამ დანაშაული სახეზეა, რომლისთვისაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას.

მისივე თქმით, ეს რეზოლუცია დაფუძნებულია ცრუ ინფორმაციაზე.

„ის რეზოლუცია, რაც ევროკავშირმა მიიღო, არ არის დაფუძნებული რაიმე სამართლიან ინფორმაციაზე, რომელსაც ისინი იღებენ ერთი წყაროდან. იმ წყაროდან, რომელიც თავის მიერვეა შექმნილი. არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგიერთი წყაროები, რომლებიც პირდაპირ ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის სამოქმედო გეგმაში.

რაც შეეხება მზია ამაღლობელს, კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი და სამწუხაროა, მაგრამ დანაშაულიც სახეზეა, რომლისთვისაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპარლამეტნმა 324 ხმით მიიღო რეზოლუცია, სადაც მზია ამაღლობელის გათავისუფლებაა მოთხოვნილი. შეგახსენებთ, რომ ამაღლობელი პოლიციელისთვის პირდაპირ ეთერში სილის გაწნისთვის არის დაკავებული.