ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა დემოკრატიული პრინციპების სრული უგულებელყოფით, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი. მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიკურ წრეების სურვილია, საქართველოში იყოს ისეთი მთავრობა, რომელიც შეასრულებს გარე დაკვეთებს.
„გარკვეული პოლიტიკური წრეების მიზანი არის საქართველოში არა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსა და მთავრობის ყველა, არამედ მათი მიზანია, რომ გარკვეული მარიონეტული ტიპის მმართველობა იყოს საქართველოში დამყარებული, რომელიც გარეშე შეკვეთების შემსრულებელი იქნება. რა თქმა უნდა დაუჭერენ მხარს, რადგან ჩვენ ექვსი რეზოლუცია ვიხილეთ მანამდე და ამ ექვსივე რეზოლუციაში სწორედ ეს პოლიტიკური მიზნები არის ჩადებული, რომელიც ორმაგი სტანდარტებით კი არ არის ნაკარნახები, საერთოდ სტანდარტებს გარეშეა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტი დარესგისტრირდა. ევროპარლამენტარების ნაწილი საუბრობს სანქციებსა და დაკავებულების გათავისუფლებაზე, მეორე ნაწილი კი ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს მიმართ მიდგომები შეცვალოს და არ ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში.