ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ყაზემ ღარიბაბადი აშშ-ს „ჭკუის სწავლებით“ ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებებს შეუერთდება. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
როგორც ღარიბაბადი აღნიშნავს, ირანის სამხედრო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მაგიდაზე ყველა საჭირო ვარიანტი აქვთ.
„აშშ ისრაელის მხარდასაჭერად აქტიურად ჩარევას თუ მოისურვებს, ირანს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ გამოიყენოს თავისი ინსტრუმენტები აგრესორებისთვის ჭკუის სწავლებისა და თავის დასაცავად“, – აღნიშნა ღარიბაბადმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ირანი ამერიკას ურჩევს, თუ მათ ისრაელის შეჩერება არ სურთ, სულ მცირე, უმოქმედოდ დარჩნენ.