ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რასაც ევროკავშირის სახელით აკეთებენ გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის ევროპარლამენტში დებატების დროს, სინამდვილეში არა ევროპული ფასეულობების, არამედ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ამოცანას ემსახურება

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რასაც ევროკავშირის სახელით აკეთებენ გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის ევროპარლამენტში დებატების დროს, სინამდვილეში არა ევროპული ფასეულობების, არამედ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ამოცანას ემსახურება

ის, რასაც ევროკავშირის და ევროპის სახელით აკეთებენ გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, სინამდვილეში არა ევროპული ფასეულობების, არამედ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ამოცანას ემსახურება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ საქართველო ყველაფერზე უნდა დაეთანხმოს, მათ შორის იმ პოლიტიკის განხორციელებაზეც, რომელიც სიძულვილის ენის დაფინანსებას შეეხება.

„სამწუხაროდ, ჩვენი მისწრაფება ევროკავშირთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შერჩევითი უნდა ყოფილიყო. ანუ ის სტანდარტები, რაც ევროკავშირში აუცილებელია და მისაღებია საქართველოსთვის მთლად ასე არ უნდა ითარგმნოს, როგორც ეს ევროპაში მუშაობს. იმიტომ, თუ არსებობს ვინმეს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და ამ პოლიტიკური მიზნის განხორციელებისათვის დასჭირდათ სიძულვილის ენის დაფინანსება და კულტივირება, ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ უნდა მორჩილად დავეთანხმოთ. ის, რასაც ევროკავშირის და ევროპის სახელით აკეთებენ გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, სინამდვილეში არა ევროპული ფასეულობების, არამედ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ამოცანას ემსახურება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.