როდესაც საუბრობენ [არჩევნების] ჩაშლაზე, ნათელია, რომ დავალების ჭრილში მიღებული აქვთ კონკრეტული მითითება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის სურვილზე, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩაშალონ.
„როდესაც საუბრობენ [არჩევნების] ჩაშლაზე, ნათელია რომ დავალების ჭრილში მიღებული აქვთ კონკრეტული მითითება. უნდათ, რომ ლეგიტიმური, გამართული ელექტრონული მოწყობილობებით აღჭურვილი არჩევნები, სადაც დედამიწის ზურგზე ვერავინ შეძლებს ამ წესიდან იოტისოდენა გადახრას და გაყალბებას [ჩაშალონ]. ცხადია ეს აწყობს იმ ძალებს, რომლებიც 2012 წლამდე თუ რამით მოდიოდნენ ხელისუფლებაში, ეს იყო გაყალბება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ოპოზიცია 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლას აანონსებს. გეგმაზე ელენე ხოშტარიამ ისაუბრა.