ABC News-ის ცნობით, უახლოეს 24 ან 48 საათში გაირკვევა, ჩაერთვება თუ არა ამერიკა ისრაელ-ირანის ომში.
მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის სიტუაციების ოთახში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა ნათლად განაცხადეს, რომ უახლოეს საათებში გაირკვევა, შესაძლებელია თუ არა ირანის პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტა, თუ პრეზიდენტი სამხედრო რეაგირებას მიმართავს.
დონალდ ტრამპმა ირანს კაპიტულაციისკენ მოუწოდა, ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის კი, განადგურებით დაემუქრა.