გახარიას პასუხები აღმოჩნდა აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციის, ვიდრე ჩორჩანაში მცხოვრები მოქალაქეების განმარტებები - ბუნებრივად შეიქმნა მოცემულობა, რომ გახარია ხელმეორედ მობრძანებულიყო კომისიაზე, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ჩორჩანას საკითხი როგორც ჩანს მთლად ბოლომდე ვერ გამოიკითხა, რადგან მისი [გახარია] პასუხები აღმოჩნდა აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციის, ვიდრე ამ ახსნა-განმარტების შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ იქ მცხოვრები მოქალაქეების განმარტებები, ერთ-ერთი კომისიაზეც გვყავდა დაბარებული. ასევე, რა ცნობებიც გვაქვს უსაფრთხოების სამსახურიდან, რომ ისინი საქმის კურსში არ იყვნენ და ზოგადად თანახმა, ამ საგუშაგოს დადგმასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. გამოკითხვაზე იმყოფება ჩორჩანაში მცხოვრები ელგუჯა ხარაზიშვილი.
გარდა ამისა, 2012 წლის შემდეგ რამდენ ადგილას მოხდა ღობის გადმოწევა /ბევრია/ და რა რეაგირებაა მაგაზე?
და მთავარი: იქნებ საგუსაგო რომ არა, მეტი დაგვეკარგა?
თუ ამას არ გაითვალისწინებენ, დაინტერესება სახეზეა!