რომელი მებაირახტე ბაჩიაშვილი არის ქართული დემოკრატიის, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას და რაღაცებს უკავშირებენ. ის არის მათი ერთი ჩვეულებრივი აგენტი, რომელსაც თავის საქმეს აკეთებინებდნენ და ახლა იცავენ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
„ბაჩიაშვილის დონეზე რომ ადამიანი დაეშვება, დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს და მის დაცვას დაიწყებს, ადამიანის, რომელიც ითვისებდა სხვის ფინანსებს და ფულს ათეთრებდა, რომელზეც ქართულმა მართლმსაჯულებამ განაჩენი უკვე დააყენა, ეს ყველაფრის მანიშნებელია“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
სენატორი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს. შაჰინი წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.