ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის არმიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი, ალი შადმანი მოკლა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„ცაჰალის“ ინფორმაციით, ისრაელმა თეირანის ცენტრში სამეთაურო ცენტრი დაბომბა, სადაც ალი შადმანისთან ერთად არმიის ხელმძღვანელობა იყო შეკრებილი. როგორც ისრაელის თავდაცვის არმია იუწყება, შადმანი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო.
აღსანიშნავია, რომ შადმანი ირანის არმიის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. მან ალამა ალი რაშიდი შეცვალა, რომელიც ისრაელმა ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე მოკლა.