დავით ქართველიშვილი კონფლიქტებში ჩართულ ქვეყნებზე: ეს ის

დავით ქართველიშვილი კონფლიქტებში ჩართულ ქვეყნებზე: ეს ის "მღვრიე" წყალია, სადაც გლობალური კატაკლიზმების ფონზე, დაინტერესებული მხარეები შეეცდებიან "თევზჭერას", წერტილოვანი ტერორისტული აქტების სახით

პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"არც გადამეტებული სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ არც დანაშაულებრივი მოდუნება..."- წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში და  უნგრეთში დაკავებულ 44 წლის მამაკაცზე წერს, რომელიც უნგრეთის ეროვნული საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა მას შემდეგ დააკავეს რაც სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მუქარის შესახებ ვიდეოები განათავსა.

"უკრაინა...ირანი...ისრაელი...ინდოეთი...პაკისტანი და ა.შ. - ეს ის "მღვრიე" წყალია, სადაც გლობალური კატაკლიზმების ფონზე, დაინტერესებული მხარეები შეეცდებიან "თევზჭერას", წერტილოვანი ტერორისტული აქტების სახით, მათთვის სტრატეგიულად "უხერხულ" რეგიონებში, არაა გამორიცხული, რომ პირველ რიგში საქართველოშიც.

მანამდე კი, სლოვაკეთის მერე, ერთი წლის შემდეგ უნგრეთის ჯერი დადგა: ეროვნული საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა "ტოლნას" ოლქის მკვიდრი 44 წლის მამაკაცი დააკავეს, რომლის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს იარაღი, ხოლო სოცქსელში მანამდე მან განათავსა ორი ვიდეორგოლი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მუქარით. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი დაკავების ზომად, მას ამ ეტაპზე ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რეციდივის თავიდან აცილებისა და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის თავიდან არიდების მიზნით. თუ მას დაუმტკიცებენ მკვლელობის მომზადებას - მას ემუქრება 1-დან 5 წლამდე პატიმრობა. რაც შეეხება ჩვენს რეალობას - არც გადამეტებული სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ არც დანაშაულებრივი მოდუნება..."- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.