გიორგი ვოლსკი ირანის მაუწყებლის სტუდიის ფოტოზე რადიკალების რეაქციაზე: ეს განცხადებები არ უნდა იყოს მიჩნეული, როგორც კონკრეტული ადამიანის კონკრეტული ემოციის ამოხეთქვა, ეს გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებაში უფსკრულის გაჩენას

სოციალურ ქსელში ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიის ფოტოს გაზიარებას, სადაც გამოფენილი იყო ისრაელის მიერ განადგურებული, ირანის მაღალჩინოსნების სურათები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

„ეს განცხადებები არ უნდა იყოს მიჩნეული, როგორც კონკრეტული ადამიანის მხრიდან კონკრეტული ემოციის რაღაც ამოხეთქვა. ეს გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებაში უფსკრულის, დაპირისპირების გაჩენას, რომელიც იქნებ როგორმე დამთავრდეს ისეთი შეტაკებით, რომელსაც სისხლის ღვრა მოჰყვება. ერთადერთი მიმართულება მხოლოდ ეს არის - დესტაბილიზაცია, რასაც აუცილებლად უნდა მიჰყვეს სისხლის ღვრა, ხელისუფლების ცვლა ძალისმიერი მეთოდით და იმ პროცესებში ჩართვა, რომელიც საქართველოს ნგრევას მოუტანს”, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაცმოძრაობა“ და მათი ზოგი მხარდამჭერი ირანის სახელმწიფო ტელევიზიის დაბომბვის კადრებსაც აზიარებენ და მსგავს მდგომარეობას კონკრეტულ ქართულ ტელევიზიებს უსურვებენ.