კვლევის მიხედვით, ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. თუ ასეა, საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ადამიანებს რევოლუციის სცენარი არ მოსწონთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გამოკითხულთა 54 პროცენტის პასუხია „დიახ“.
„მრავალმხრივი თემებია ამ კვლევაში, შეიძლება, ყველაფერზე ვიკამათოთ. ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. თუ ეს ასეა და ბევრი უჭერს ამას მხარს, ნიშნავს, რომ არც ოპოზიციურ ფლანგზე არიან დარწმუნებული ადამიანები, რომ მისაღებია მუდმივი დესტრუქციის, რევოლუციის სცენარი პირადად მათთვის, მათი ოჯახებისა და საქართველოსთვის. რეალურად, საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ადამიანებს რევოლუციის სცენარი არ მოსწონთ არცერთ ფლანგზე, მაგრამ ეს სცენარი არ იცვლება იმ სათავეში, რომელსაც სამწუხარო, სავალალო ოპოზიცია წარმოადგენს“, – განაცხადა გია ვოლკსიმ.