ლოს-ანჯელესში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად მაშხალები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ლოს-ანჯელესში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად მაშხალები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ლოს-ანჯელესში ისევ არეულობაა, პოლიციამ ქალაქის ცენტრში დემონსტრანტების დასაშლელად მაშხალები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქცია სლოგანით „არავითარი მეფეები“ იმართებოდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა აქციის მონაწილეებმა ბარიკადებით ქუჩების გადაკეტვა სცადეს.