ისრაელში, ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ისრაელში, ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

გასულ ღამეს, ირანის მიერ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ამ დრომდე, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ქალაქ პეტაჰ-ტიკვაში 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბნეი-ბრაკში 1. ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად, თელ-ავივში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. ჰაიფაში აფეთქდა ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა.

სარაკეტო იერიშების შედეგად ათეულობით მოქალაქე კლინიკებშია გადაყვანილი.

რაც შეეხება ირანს, კვირას, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ირანში სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა და 1277 ჰოსპიტალიზებულია.