ირანმა გამთენიისას ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების მორიგი ტალღა გაუშვა

ირანმა გამთენიისას ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების მორიგი ტალღა გაუშვა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას ისრაელის მიმართულებით კიდევ ერთი შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების მორიგი გაშვება დაფიქსირდა. ისრაელის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები მათ დაჭერას და ჩამოგდებას ცდილობს.

ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები მუშაობს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ და ზურგის სარდლობის მითითებების შესრულებისკენ მოუწოდებს.