ირანი შურისძიებისთვის ემზადება - ქალაქ ყუმის მეჩეთზე უკვე აღმართეს წითელი დროშა, რაც თავდასხმისთვის მზადების სიმბოლოა

ირანი შურისძიებისთვის ემზადება - ქალაქ ყუმის მეჩეთზე უკვე აღმართეს წითელი დროშა, რაც თავდასხმისთვის მზადების სიმბოლოა

ირანი შურისძიებისთვის ემზადება. რელიგიურ ცენტრში, ქალაქ ყუმის მეჩეთზე უკვე აღმართეს წითელი დროშა, რაც თავდასხმისთვის მზადების სიმბოლოა. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, დარტყმებს 78 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 329.

""როიტერის"" მონაცემებით, მოკლულია ირანის ოცამდე მაღალი რანგის სამხედრო მეთაური და ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი ექვსი მეცნიერი. თეირანში დემონსტრაციებია, მოქალაქეები შურისძიებას ითხოვენ. მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ბოლოს ირანის ქალაქ თავრიზს და მიმდებარედ არსებულ აეროპორტს დაარტყა. ამავდროულად ისრაელის არმია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ აფეთქებულია ირანის საჰაერო თავდაცვის კომპლექსი.