პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს აფინანსებდა თუ არა ამ დრომდე „ტაბულას“.
პოსტი შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„როდესაც ვიღაცას ქართველი ხალხი შტერი ჰგონია და ამბობს, რომ „ტაბულა“ პარტიული კედლის გაზეთი არ არის და ექსტრემიზმის პროპაგანდას არ ეწევა; და, ამ დროს, „ტაბულა" რომ პარტიული კედლის გაზეთია და ექსტრემიზმის პროპაგანდას ეწევა.
აუცილებელია, რომ ბრიტანეთის საელჩომ განმარტოს - ეს იყო დაფინანსების პირველი მცდელობა, თუ მანამდეც აფინანსებდა ამ რადიკალური ჯგუფის პარტიულ პროპაგანდას?“, - წერს შალვა პაპუაშვილი.