აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე აქტივისტები უცხო ქვეყნების დროშებს აფრიალებდნენ, ამერიკის დროშა კი დაწვეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კალიფორნიის ქალაქში ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება აქტივისტების მხრიდან პოლიციის მისამართით ფიზიკური ძალადობისა და სამთავრობო ინფრასტრუქტურის დაზიანების პასუხად მიიღო.
„მათ ყველა დროშა ჰქონდათ ამერიკის დროში გარდა. ამერიკის დროშა დაწვეს, და, როგორც ვიცი, ეს ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ლოს-ანჯელესში ჯარების გაგზავნა, ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი იყო. ბევრი ამბობდა, არ ღირსო, თუმცა, ეს რომ არ გაგვეკეთებინა დღეს ქალაქისგან აღარაფერი იქნებოდა დარჩენილი“, - თქვა ტრამპმა.