გიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ესენი პოლიტიკოსები არ არიან, ესენი ჩვეულებრივი კრიმინალები არიან - პოლიტიკურ ველზე უნდა არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელთან ოპონირებაც სასიამოვნო იქნება

გიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ესენი პოლიტიკოსები არ არიან, ესენი ჩვეულებრივი კრიმინალები არიან - პოლიტიკურ ველზე უნდა არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელთან ოპონირებაც სასიამოვნო იქნება

ესენი პოლიტიკოსები არ არიან, ესენი ჩვეულებრივი კრიმინალები არიან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციის სურვილი იყო, რომ ქვეყანა უფსკრულში გადაეჩეხათ და ამიტომ მათი ადგილი არის ციხეში და არა პოლიტიკურ ველზე.

„პოლიტიკურ ველზე უნდა არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელთან ოპონირებაც იქნება სასიამოვნო, იმიტომ, რომ ოპოზიციისა და ოპონირების გარეშე დემოკრატია ვერ იქნება“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.