პრემიერი: თუ ვინმეს უნდა, საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ მინიმუმ გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია „გამჭვირვალობის შესახებ

პრემიერი: თუ ვინმეს უნდა, საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ მინიმუმ გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია „გამჭვირვალობის შესახებ" კანონში

"ფარას" კანონი ამოქმედდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, თუ ვინმეს უნდა საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, ეს ყველაფერი გააკეთონ გამჭვირვალედ და სწორედ ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში - „გამჭვირვალობის შესახებ". 

„ჩვენ ვნახეთ გასული 4 წლის განმავლობაში, გარე დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, რაც პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო სუვერენიტეტს. ბუნებრივია, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება „გამჭვირვალობის შესახებ კანონის" სრული დატვირთვით ამოქმედების თაობაზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა გარედან საქართველოში აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ, მინიმუმ, გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში - „გამჭვირვალობის შესახებ","- აღნიშნა პრემიერმა.

მარბიელი რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივად დამხობა თუ სისხლის სამართლის დანაშაულია, რას ნიშნავს: "თუ ვინმეს უნდა საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო..." ე.ი უნდა აფინანსოს ნიღეცან ძალადობა და სისხლისღვრა და "კი ბატონო?" რად გვინდა ის ხელისუფლება რომელიც ამას არ აღკვეთს და იმ დამფინანსებელ უცხოელსაც დედიმისისაში არ შეაძვრენს?
1 დღის უკან
მარბიელი ვაა, მელაძე ბოზი ყოფილა! თავს ჟურნალისტს უწოდებს და სუსი (თუ კუდი) ხელფასს უხდიდ თურმე; ეს ამბავი პრემიერმა თქვა - ანუ სამართლიანობისთვის სააკაშვილ-ხაზარაძისეულად მებრძოლი ნ მელაძე ფასიანი აგენტი ყოფილა - საჯდომის მიმცემი რა; ვინ იცის, რამდენი თანამშრომელი და ნათესავი ჰყავს ჩაშვებული
1 დღის უკან