მიხეილ ყაველაშვილი: მე მქონდა კონტაქტი პრემიერთან და ვიცი, რომ სენატორმა სტივ დეინსმა გამოთქვა გადატვირთვის პროცესის დაწყებისთვის მზაობა

მიხეილ ყაველაშვილი: მე მქონდა კონტაქტი პრემიერთან და ვიცი, რომ სენატორმა სტივ დეინსმა გამოთქვა გადატვირთვის პროცესის დაწყებისთვის მზაობა

მე მქონდა კონტაქტი პრემიერთან და ვიცი, რომ სენატორმა სტივ დეინსმა გამოთქვა გადატვირთვის პროცესის დაწყებისთვის მზაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სენატორის დღევანდელი შეხვედრა ამას ემსახურებოდა, რომ განვითარდეს ეს ურთიერთობები. 

„ჩვენ გვჯერა პრინციპების. ამიტომ ვამბობ, რომ დონალდ ტრამპის მისალოც წერილში განსაზღვრული მნიშვნელობის გზავნილი იყო, იმ ფონზე, როცა მანამდე ურთიერთობა არ გვქონია. დღეს სენატორის გზავნილიც ანალოგიური იყო, მქონდა უკვე კონტაქტი პრემიერთან. მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დავიწყოთ ურთიერთობა, რათა მოხდეს გადატვირთვის პროცესის დაწყება. სენატორის ეს შეხვედრა ამას ემსახურებოდა, რომ განვითარდეს ეს ურთიერთობები. ჩვენ ქვეყანაში რაც განვახორციელეთ, დავიცავით ეროვნული ინტერესი და მყარად დავდექით, დავინახეთ, რა ძალა აქვს ამ პრინციპებს, რომელიც დავიცავით საზოგადოებასთან ერთად. 26 მაისს განვაცხადე, რომ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდით, თუ საზოგადოება არ დაგვიდგებოდა მყარად. მიუხედავად იმისა, რომ გათვლილი, გონიერი ნაბიჯები გადავდგით, საზოგადოების გარეშე ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ ვამბობ, რომ მჯერა ჩემი საზოგადოების. ჩვენ გონიერი ხალხი ვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას.

მარბიელი სამი რამ: 1. სენატორთან შეხვედრას ელჩი არ ესწრებოდა (ან სადღაც ბოლოში იჯდა) 2. ლაპარაკი იყო ეკონომიურ თანამშრომლობაზე, უსაფრთხოებაძე და ინვესტიციების მიმართ კანონების უზენაესობაზე 3. მეცოცხეებზე, ასო-ებზე არავის ულაპარაკია (მიტ უმეტეს ახალ არჩევნებზე ან მელია-ჩახდილების, თუ შტურმავიკების გათავისუფლებაზე
1 დღის უკან