ნინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ვიმედოვნებ საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ

ნინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ვიმედოვნებ საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ

იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა თავიდან ესხმიან თავს,- წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.

წილოსანი მოუწოდებს საერთაშორისო დონორებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ დაგმონ ბავშვებზე და ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმა და ზოგადად, საჯარო პირებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა.

“იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა თავიდან ესხმიან თავს 

ევროპის დროშას  შეფარებული ადამიანები - კანონს რომ არ ცნობენ, დანაშაული აქტივიზმი რომ ჰგონიათ, იმ ადამიანების გასაგონად!! საქართველო ქვეყანაა, სადაც კანონი კანონობს და ყველას, განსაკუთრებით, ბავშვებზე თავდამსხმელებს მიეზღვებათ კანონის შესაბამისად! 

ვიმედოვნებ საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ. დაგმონ ბავშვებზე და ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმას და ზოგადად, საჯარო პირებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას”- წერს ნინო წილოსანი.

მარბიელი "სასამართლომ გულმოწყალება არ გამოიჩინა" "სულ 18 წლისაა" ... ქოთქოთებს ცოცხმედია; კი, არავის სიამოვნებს პატარა გოგოს თუნდაც რამოდენიმე დღით ციხეში ყოფნა, მაგრამ რაც ხდება, ნორმალურია? ვინც ამ გოგოებს და სხვებს მსგავს საქციელზე აქეზებს, ის (ისინი) ადამიანები არიან? მათ რატომ არ ცთხოვთ მორალურ პასუხს?
გმირი როგორაა გრიგორიადისი, ან პარლამენტის შენობაზე ან პოლიციელზე სხვა ცეცხლის წამკიდებელი?
თუ ესენი არ დაისჯებიან, დასასჯელი და დასაძრახი წესი გახდება!
გამოვიდა უმცროსი გუბაზი ზარქუაზე თავდასხმის შემდეგ და "ზარქუამ უნდა აიტანონო? მამამისმაც, ღალატის და კუჭის მონობის ფორმულამაც აიტანოს?
გუშინ მელამ მოსამართლეს პროცესზე წყალი შეასხა; იმანაც უნდა აიტანოს?
ასე იწყებოდა ფაშიზმი; თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ თქვენს ფიშერს!
ვინ არიან ესენი, ვინც წყვეტს ვინ უნდა აიტანოს და ვინ არა?
20 საათის უკან
მარბიელი ვინ არიან და გველის წიწილები არიან; თავიანთ ბაბლში გამოკეტილებს, ვითომ ხელოვანებს, ვითომ მწერლებს, ვითომ ჟურნალისტებს ჰგონიათ ეს ქვეყანა მათია, მათი სულ რაღაც მოსახლეობის 7-8%-ის!
კარგია რაც მათ უნდათ, რაც მათ მოსწონთ; სხვა ყველა რუსია; ტაშიი!!!
თუ რუსობა დასაძრახია, ტქვენს გვერდით მოიკითხეთ: სააკაშვილი, ნაყოფია, ხოშტარია, ჩოჩელი, ოქრიაშვილი ...
19 საათის უკან