გიორგი ვოლსკი: ხან საელჩოების განცხადებები, ხან უფრო მაღალი დონიდან, ხან ჩამოსვლა საქართველოში ჩინოვნიკების, ერთი მიზნისკენ არის მიმართული, რომ როგორმე ქვეყანაში დაძაბულობა მოხდეს

გიორგი ვოლსკი: ხან საელჩოების განცხადებები, ხან უფრო მაღალი დონიდან, ხან ჩამოსვლა საქართველოში ჩინოვნიკების, ერთი მიზნისკენ არის მიმართული, რომ როგორმე ქვეყანაში დაძაბულობა მოხდეს

ხან საელჩოების განცხადებები, ხან უფრო მაღალი დონიდან, ხან ჩამოსვლა [საქართველოში] ჩინოვნიკების, ერთი მიზნისკენ არის მიმართული, რომ როგორმე ქვეყანაში დაძაბულობა მოხდეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატი გამოეხმაურა საკუთარი მოქალაქეებისადმი საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოების გაფრთხილებას, რომ თბილისში რადიკალების აქციებში მონაწილეობა შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ და საქართველოში გამგზავრებამდე ის ფაქტორები შეაფასონ, რაც შესაძლოა ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.

„ინტენსიურად მიმდინარეობდა 2020 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეკონომიკაზე თავდასხმები. ახლა ახალი ტალღა წამოვიდა - სწორად აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ეს არის მიზანი, როგორმე ტურისტულ ნაკადს შეუშალონ ხელი. ხან საელჩოების განცხადებები, ხან უფრო მაღალი დონიდან, ხან ჩამოსვლა [საქართველოში] ჩინოვნიკების, ერთი მიზნისკენ არის მიმართული, რომ როგორმე ქვეყანაში ისეთი დაძაბულობა მოხდეს, შეუქცევადი პროცესი განვითარდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.