ეს აღარ არის უკვე არც ორმაგი სტანდარტი. ეს არის ერთმაგი სტანდარტი. პაველ ჰერჩინსკის ისღა დარჩენია, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და შექმნას პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველაზე წინ დადგება იმ ბრძოლის ველზე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას.
„ეს არ არის დიპლომატის განცხადება, ეს არის მიკერძოებული ადამიანის განცხადება და, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად უტიფარი იმ ნაწილში, როდესაც საქართველოს მიმართ სანქციებს ითხოვს. საქართველოს მიმართ, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, იმ ხალხის მიზეზით, რომლებიც გვევლინებიან ჰერჩინსკის მოკავშირედ საქართველოში. ამას არ ჰქვია დიპლომატია. ეს არის პოლიტიკურ ველზე გაჭრილი ჰერჩინსკი“, - აცხადებს ვოლსკი.
ჰერჩინსკიმ დღეს იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდება.