ედიშერ გვენეტაძე: ადრე იტყოდნენ:

ედიშერ გვენეტაძე: ადრე იტყოდნენ: "რაც დედამ შვილი დაწყევლა, ყველას მანდ მოუყრია თავიო" - ზუსტად ზედგამოჭრილია დღევანდელი ილიაუნისთვის, სადაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ყველა ავაზაკია თავმოყრილი

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზაზა მეიშვილი, რომელიც "ნაცმოძრაობის" დროს ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, დღეს ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორია და გასაგებია, რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს.

გვენეტაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ეს სასწავლო დაწესებულება ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს, რომელიც საკუთარი სამშობლოს აყვავებაზე ფიქრობდა, ამათი ნამოქმედარი კი პირიქით - მამულის დაქცევას, ენის უარყოფას და სარწმუნოების შეურაცხყოფას ემსახურება.

"ადრე იტყოდნენ: "რაც დედამ შვილი დაწყევლა, ყველას მანდ მოუყრია თავიო". ზუსტად ადეკვატური და ზედგამოჭრილია დღევანდელი ილიაუნისთვის. სადაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ყველა ავაზაკია თავმოყრილი. 

ერთია ძალზედ საწუხარი. სახელდობრ  რატომ უნდა ატარებდეს ეს სასწავლო დაწესებულება იმ კაცის სახელს, რომლის ფიქრი და მოღვაწეობა დღენიადაგ დასტრიალებდა თავს სამშობლოს აყვავებას ანუ "მამულს, ენას, სარწმუნოებას".  ამათი ნამოქმედარი კი პირიქით. ყოველწამიერად მამულის - დაქცევას,  ენის - უარყოფას,  სარწმუნოების - გაბიაბრუება, წარწყმედისაკენ არის მიმართული." -  წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.