სოზარ სუბარი: ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს

სოზარ სუბარი: ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებული ნანა ქადაგიშვილია მოწვეული, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, საქმეში ფიგურირებს ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე და რომელიც დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. მისივე თქმით, გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს და რა შეხედულება შეიძლება ჰქონდეთ მათ საერთოდ სამართალზე. 

„ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, აბსოლუტურად  უფლება არ ჰქონდა კანონიერადაც რომ მოეთხოვა რამე, მითუმეტეს უკანონო ზეწოლას ახდენდა ეს ადამიანი, რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თავის დროზე, იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს და რა უნდა გამოვიდნენ მისი სტუდენტები, რა შეხედულება შეიძლება ჰქონდეთ სამართალზე საერთოდ და ქვეყნის მოწყობაზე და საზოგადოებაზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მარბიელი შენ, სახ დამცველმა 2008 წლის სააკაშვილის აშკარად გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები რატომ გამოაცხადე კანონიერად და რატომ მიულოცე მას გამარჯვება, მაშინ როცა ხალხი ქუჩაში იყო გამოსული და ახალ არჩევნებს წინ არაფერი ედგა?
შეგაშინეს? მოგქრთამეს?
რომ არა შენი უმსგავსო პოზიცია, იქნებოდა ახალი არჩევნები, აგვისტოს ომსაც ავცდებოდით და ათასები გაგაურჩებოდა წამებას და გაძარცვას!
სირცხვილი შენ!
4 საათის უკან
amo კარგი, ვთქვათ მაშინ შეგეშინდა, მაგრამ ახლა რაღასი გეშინიათ ჩვენ რომ გვაყვედრით ილიაუნის შანტრაპას. მიიღეთ კანონიერი პოლიტიკური ზომები.
4 საათის უკან