ნანა ქადაგიშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ჩემი მეუღლე უნდა გადაყვანილიყო სპეციალიზებულ საავადმყოფოში, ამის მაგივრად გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში. გააშიშვლეს და კარანტინის დაშლაში მოაყოლეს, ასაკოვანი კაცი უმოწყალოდ სცემეს

ნანა ქადაგიშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ჩემი მეუღლე უნდა გადაყვანილიყო სპეციალიზებულ საავადმყოფოში, ამის მაგივრად გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში. გააშიშვლეს და კარანტინის დაშლაში მოაყოლეს, ასაკოვანი კაცი უმოწყალოდ სცემეს

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ნანა ქადაგიშვილმა,   მისი მეუღლეზე, ამირან ქადაგიშვილზე, ციხეში განხორციელებულ ძალადობის დეტალებზე ისაუბრა. 

ნანა ქადაგიშვილის თქმით,  სტრასბურგის გადაწყვეტილებით ჩემი მეუღლე უნდა გადაყვანილიყო სპეციალიზებულ საავადმყოფოში, ამის მაგივრად გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში, სადაც ის სხვა პატიმრებთან ერთად გააშიშვლეს და კარანტინის დაშლაში მოაყოლეს, ასაკოვანი კაცი, რომელიც დღეში 4-ჯერ ინსულინს იკეთებდა უმოწყალოდ სცემეს.

„სტრასბურგის  გადაწყვეტილებით ჩემი მეუღლე უნდა გადაყვანილიყო სპეციალიზებულ საავადმყოფოში, ამის მაგივრად გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში. არ მიყვებოდა და ძალით წაიყვანეს, რომ მიიყვანეს, სხვა პატიმრებიც იყვნენ, ბევრნი, ესენი ყველა გააშიშვლეს და კარანტინის დაშლაში მოაყოლეს. ჩემი მეუღლეც უკვე ასაკოვანი კაცი 60-61 წლის იყო მაშინ, უმოწყალოდ სცემეს, ადამიანია, რომელიც დღეში 4-ჯერ ინსულინის  იკეთებდა. მთელი დღის უჭმელი საღამომდე ქვემოთ ამყოფეს, მერე როცა აიყვანეს კამერაში,  მან ვინც აიყვანა იმას სთხოვა, რომ ძალიან გთხოვთ ნემსი უნდა გავიკეთო ინსულინი, აუცილებლად ცუდად ვხდებიო, ერთი ნაჭერი შავი ან თეთრი პური მომეცით, თორემ შეიძლება დიპორში ჩავვარდეო. ეს როგორ მოითხოვე შენო და კიდევ დაუმატეს ცემა და წაართვეს ლეიბი, ორი თუ სამი კვირა იმ ცივ    რკინაზე იწვა, აი ამას რომ ადამიანები ასაკოვან ადამიანს გაუკეთებენ ნაცემს, ნაბეგვს, მე არ ვიცი იმათ საერთოდ ადამიანები როგორ უნდა ვუწოდოთ. მაგრამ ეს კიდევ არაფერია“,-განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა. 

ნანა ქადაგიშვილის განცხადებით, როდესაც  მან მისი მეუღლე ციხეში რამდენიმე კვირიანი  ძებნის შედეგად მოინახულა, აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის ნიშნები. 

„მე რომ მივედი რუსთავში მითხრეს, რომ გადაიყვანესო. მივედი იქ და მითხრეს აქ არ არის შენი მეუღლე გადმოყვანილიო. რუსთავში მაჩვენეს ჟურნალიც, რომ ნამდვილად „რეზბალნიცაზეა“ გადაყვანილიო, მივდივარ გლდანში არ მაჩვენებენ, ორი კვირის შემდეგ ჩავრთე სახალხო დამცველი, იმიტომ რომ, უკვე ვფიქრობდი ალბათ  შემოაკვდათ ხელში, ან სცემეს - მეთქი, იმიტომ რომ ისეთი ადამიანი იყო  შეპუება არ იცოდა. ყოველთვის მებრძოლი სული ჰქონდა. სამი კვირის შემდეგ ისეთი მსუბუქი დასკვნა დაწერეს, რომ ავად იყო, მაგრამ ის, რომ ნაცემი იყო, საჭმელს არა ძლევდნენ ეს არაფერი ასახულა იმ ოქმში. როდესაც ნახვის უფლება მომცეს, ჩემმა მეუღლემ მაისური აიწია და ნეკნები და გვერდი მთლიანად დალურჯებული ჰქონდა“,-განაცხადა ნანა  ქადაგიშვილმა.