გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. "რაიხსბიურგერების" ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი "არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ამავე დროს საქართველოში აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. "რაიხსბიურგერების" ჯგუფს
იმ საფუძვლით, რომ ისინი "არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას", "ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს", "ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს", "ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში", "ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება".
საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ საქართველო ოკუპანტი ძალის მიერ იმართება.
ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე.“,- წერს პაპუაშვილი