ანა წითლიძე: გახარიამ უკვე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს, „ლელო“ ეთერში ერთს იძახის და აქტივთან რომ ჩადის - სხვას. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაცმოძრაობას“ ამაში

ანა წითლიძე: გახარიამ უკვე თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს, „ლელო“ ეთერში ერთს იძახის და აქტივთან რომ ჩადის - სხვას. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაცმოძრაობას“ ამაში

ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას იაგო ხვიჩიას პოდკასტში.

„რა პროცესი მიდის - ხომ ითქვა, რომ ეს ოთხი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს [ადგილობრივ არჩევნებზე], ამ დროს, გახარიამ უკვე თქვა, რომ ვიღებ მონაწილეობას, „ლელო“ ეთერში ერთს იძახის და აქტივთან რომ ჩადის - სხვას. მე ზეპირად ვიცი მაგალითად, სამეგრელოში ვინ ეყოლებათ სიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. შტერები ხომ არ ვართ. ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში. ეს იქნება რეალობა. ოთხიდან ორი ამ ყველაფრისთვის ემზადება. მაჟორიტარებს აკომპლექტებენ და სიებს წერენ. მე ველი, რომ მარტო დავრჩებით.

არჩევნებში შანსი არ აქვს ოპოზიციას. ყველაფერს გააკეთებს ბიძინა, რომ მოგებულ უბანს წაართმევს, ჯერ ერთი ვერც მოიგებენ. წარმოდგენა არ აქვთ ბიძინა სად უყალბებს არჩევნებს“, - განაცხადა წითლიძემ.