ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ იაგო ხვიჩიას პოდკასტში.
„2020-ში ერთი შეცდომა დავუშვით მთელმა ოპოზიციამ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია. სამი წელი გავატარეთ სისულელეში. ვაშაძემ უბრალოდ დააანონსა ალყა შემოვარტყათ პარლამენტსო და რომ გამოვარდნენ და პოსტები უძღვნეს, კინაღამ ვაშაძე დააჭერინეს.
სამოქალაქო სექტორს წარმოადგენენ ეგ ადამიანები და სტრატეგიულ კომუნიკაციებს პარტიებთან ესენი ხელმძღვანელობდნენ ახლა საარჩევნოდა ერთხელ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მაინც ილაპარაკეთ სანამ 13 წლის წინანდელ ნაცების პასუხისმგებლობაზე ილაპარაკებთ, როცა ყველა ციხეში ჩაჯდა საერთოდ. ვაშაძეზე დაწერეს, რომ დასაჭერიაო უბრალოდ რომ თქვა, ალყა შემოვარტყათ პარლამენტსო. პოლიტიკოსებზე მეტი პასუხისმგებლობა სამოქალაქო სექტორის არის ნამდვილად. ნაცებმა ყველას დაძახებულ აქციაზე უნდა ვიაროთ, უბედურებები ჩვენ უნდა ავიტანოთ, მაგრამ ჩვენ, ნაცებს, იმის უფლება არ გვაქვს, რომ ჩემმა მხარდამჭერმა მიშას ბანერი გაშალოს. აქ თანასწორობა სად არის. სად მოსულა ასე, რომ მე უნდა შევაკვდე რაღაცას და შენ ფეხებზე უნდა გეკიდო ამ ყველაფერში“, - აღნიშნა წითლიძემ.