ლევან მახაშვილი პრემიერის წერილზე: ეს წერილი არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სურვილის, რომ ამერიკასთან გადავტვირთოთ ურთიერთობები

ლევან მახაშვილი პრემიერის წერილზე: ეს წერილი არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სურვილის, რომ ამერიკასთან გადავტვირთოთ ურთიერთობები

უპირველესად ეს წერილი არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სურვილის, რომ ამერიკასთან გადავტვირთოთ ურთიერთობები. ჯანსაღი ურთიერთობებით დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიწერილ წერილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველო მზად არის სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.

„დასანანია, რომ აქამდე ბევრი თანხმობის მიუხედავად და ბევრი ერთობის მიუხედავად ჩვენ მკაფიო პოზიცია ჯერჯერობით ახალი ადმინისტრაციისგან არ გვაქვს. მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი სურვილი, რომ მაქსიმალურად მალე, მაქსიმალურად დროულად ჩვენი ურთიერთობები აღვადგინოთ და დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ორ ქვეყანას შორის კავშირები. ეს არის ჩვენი მთავარი მოლოდინი და მთავარი გზავნილი ამ წერილის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

Aburjga Tasmanieli მეგობრებო, პატივცემულო ხელისუფლებავ რას იაბდლებთ თავს?! ვერ ხედავთ ნიკუტა გვარამიას დასაცინიც კი შეიქენით?! აშშ-ს რა გაასწორებს, ეშმაკნი დაპატრონებიან და დედამიწის ჭირად და უბედურებად გადააქციეს! ვერ შეატყეთ ვერაფერი?!
1 საათის უკან