შალვა პაპუაშვილი: ყველა ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ეხება ე.წ. მეგობარ აქტს, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი: ყველა ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ეხება ე.წ. მეგობარ აქტს, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით

ყველა ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ეხება ამ ე.წ. მეგობარ აქტს, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით, - განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, განხილვები ხვალ შედგება პარლამენტში როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე.

„საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ.

დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრის წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ, რომელიც, მათ შორის ეხება „მეგობარი აქტის“ საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში ჩვენ ყველა ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ეხება ამ ე.წ. მეგობარ აქტს, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით.

ინიციატორები გახლავართ ერთის მხრივ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე ყველა ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. ამიტომ, სრულიად პარლამენტის სახელით არის ინიციირებული. გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს. მე ვიქნები მომხსენებელი ამ საკითხზე და განხილვები უკვე ხვალ შედგება პარლამენტში როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.