დავით მათიკაშვილი: გამოძიების ის საჯარო პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სააკაშვილის სადისტურმა რეჟიმმა უამრავი დანაშაული ჩაიდინა

დავით მათიკაშვილი: გამოძიების ის საჯარო პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სააკაშვილის სადისტურმა რეჟიმმა უამრავი დანაშაული ჩაიდინა

გამოძიების ის საჯარო პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სააკაშვილის სადისტურმა ხელისუფლებამ, რეჟიმმა უამრავი დანაშაული ჩაიდინა, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“.

„გამოძიების ის საჯარო პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სააკაშვილის სადისტურმა ხელისუფლებამ, რეჟიმმა უამრავი დანაშაული ჩაიდინა ქართველი ხალხის, საქართველოს წინააღმდეგ. ეს მტკიცებულებები ერთად შეგროვდება, სარჩელს დაერთვება და გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსამართლეთა განსახილველი იქნება საბოლოო გადაწყვეტილების ჭრილში, უნდა აკრძალოს თუ არა ასეთი პარტიები. ის პარტიებიც, რომლებიც აფილირდებიან აკრძალულ პარტიებთან, არც მათი ადგილი იქნება პოლიტიკურ არენაზე. ეს არის დემოკრატიული, ევროპული პრაქტიკა. აქ ქართული მხარე არაფერ ახალს და ნოუჰაუს არ ქმნის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს.

 

კანუდოსელი ხოდა აგეკრძალათ აქამდე, რას აგიჟებთ ხალხს და ნერვებს აწყვეტთ. ვაი ვაი, რომ ოქტომბერში ძალიან ცუდ შედეგებს მიიღებთ არჩევნებზე და გზას გაუხსნით ისევ ნაცების მობრუნებას. ჯერ ვერ შევხვდი ხალხს, ვინც ოცნებას მისცა ხმა წინა არჩევნებზე და ისევ ოცნებას მისცემს ხმას ოქტომბერში, თბილისში ყოველ შემთხვევაში.
5 საათის უკან