საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს პრეზიდენტ ტრამპისადმი ლევან მაჭავარიანი „ქრონიკასთან“ აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის პოლიტიკურ და ღირებულებების ნაწილში სრული თანხვედრაა.
„სრული თანხვედრაა ღირებულებებით, პოლიტიკურ შეხედულებებსა და გზავნილების ნაწილში, შესაბამისად ვერ ვხედავთ, რა დაბრკოლება შეიძლება არსებობდეს ამ ურთიერთობების, რეალური პარტნიორობის ნიშნულზე ასაყვანად. ერთადერთი, იქ არის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, რაზეც თავად ტრამპიც საუბრობს ღიად, ბრძოლა აქვს გამოცხადებული ამ გავლენებთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ბრძოლას ტრამპი გამარჯვებით დაასრულებს, თუმცა ჩვენ უკვე გვსურს, რომ კომუნიკაცია მაღალ დონეზე დაიწყოს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.