აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა, აშშ-ის შუამავლობით ღამის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმების ინფორმაციას პაკისტანის ვიცე-პრემიერიც ადასტურებს.