დავით მათიკაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ „დიფ სთეითმა“ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპაში გადაინაცვლა

დავით მათიკაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ „დიფ სთეითმა“ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპაში გადაინაცვლა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ „დიფ სთეითმა“ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპაში გადაინაცვლა.

„როდესაც გერმანიის ოფიციალური წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს ტყუილებს, აქ კარგად ჩანს, რომ გლობალური „დიფ სთეითის“ სიმძიმის წერტილმა ევროპაშიც გადმოინაცვლა. ამიტომ, ბუნებრივია რომ ეს ნეგატიური ძალები თუკი არ დამარცხდნენ აშშ-ში, თუკი არ მოხდა მათ მიმართ რეალური ბრძოლა ევროპაში, ეს მსოფლიოსა და ევროპაში მშვიდობისთვის კარგს ნამდვილად არ უქადნის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან თქვა, რომ „დიფსთეითი“ არ არსებობს და ეს გამოგონილია.