იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებას აფასებს იმის თაობაზე, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს. გორდულაძე აღნიშნავს, რომ ელჩი ამ განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტს და ადმინისტრაციას უპირისპირდება.
„არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები ვამბობთ, რომ „დიფ სთეითი“ არის უდიდესი ძალის და გავლენების მქონე, არამედ ამ ყველაფერს საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. გამოდის, რომ გერმანიის ელჩი უპირისპირდება არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ეს რომელ დიპლომატიაში ზის, სჯობს, საკუთარ თავს დაუსვას კითხვა. ამ ყველაფერზე პასუხი ქართველ ხალხს აქვს, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა ხელისუფლებაც იმართება „დიფ სთეითისგან“, აქვს უდიდესი გავლენა, სწორედ ამის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაზე უდიდესი წნეხი მიმდინარეობს”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.